რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პროკრემლისტურ არხთან ეცადა განემარტა, რატომ უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა "შეშლილი ბო***შვილი". პუტინს მიაჩნია, რომ ესაა "ადეკვატური რეაქცია" მის განცხადებაზე, რომ რუსეთს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს დონალდ ტრამპს ჯო ბაიდენი ურჩევნია.
"მე და თქვენ ხომ ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ და თქვენ მეკითხებოდით - ვინ გვირჩევნია შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად. მე ვთქვი, რომ ნებისმიერ პრეზიდენტთან ვიმუშავებთ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენთვის, რუსეთისთვის ბაიდენი უფრო სასურველია. და თუ ვიმსჯელებთ იმით, რასაც ის ახლა ამბობს, აბსოლუტურად მართალი ვარ. რადგანაც ეს არის ადეკვატური რეაქცია იმაზე, რაც ითქვა ჩემი მხრიდან. რატომ? რადგანაც მას არ შეუძლია მითხრას: "ვოლოდია, ყოჩაღ, მადლობა, ძალიან დამეხმარე". გვესმის, რა ხდება იქ შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით და ეს რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია. რაც იმას ნიშნავს, რომ მართალი ვიყავი! და რაც ვთქვი, ჩვენი აუდიტორიისთვის ვთქვი და არა ამერიკულისთვის", - თქვა პუტინმა.
Владимир Путин попытался объяснить, почему Джо Байден назвал его «сумасшедшим сукиным сыном» pic.twitter.com/aJ40xd3RV1
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს "Crazy SOB" - "შეშლილი ბო***შვილი" უწოდა.
ეს განცხადება მან სან-ფრანცისკოში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე გააკეთა, რომელზეც ჟურნალისტების მცირე ჯგუფი ესწრებოდა.
შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა კლიმატის ცვლილებები განიხილა და თქვა, რომ ბირთვული კონფლიქტი ყოველთვის საფრთხეა, თუმცა საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია.
"ჩვენ გვყავს ეს შეშლილი ბო***შვილი, ეს ტიპი - პუტინი და სხვები, მუდმივად უნდა ვიფიქროთ ბირთვულ კონფლიქტზე, მაგრამ ექზისტენციალური საფრთხე კაცობრიობისთვის კლიმატია", - თქვა ჯო ბაიდენმა.